დამატებითი სერვისები
საბაგირო
მთაწმინდის პარკს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატა, გაიხსნა საბაგირო, რომელიც რუსთაველის 52-დან მთაწმინდის პარკამდე 21 გონდოლათი ვიზიტორებს 5 წუთში ამოიყვანს.განახლდა და სრულიად თანამედროვე სახე შეიძინა საბაგიროს ზედა სადგურმა, ხოლო რაც შეეხება ქვედა სადგურს, 1958 წელს არქიტექტორ ვახტანგ ლეჟავას მიერ აგებული და ახლა უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ეს უნიკალური შენობა რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურება. თითოეული გონდოლათი 8 ადამიანის მგზავრობაა შეესაძლებელი. საბაგირო ყოველდღე 11:00-დან 22:30საათამდე იფუნქციონირებს. სწრაფი მგზავრობის გარდა თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება დატკბეს უნიკალური ხედებით თბილისზე.
კვების ობიექტები
სასიამოვნო სიახლე უნდა შეგატყობინოთ! საბაგიროს ზედა სადგურზე ახალი "ფუდ კორტი" გაიხსნა, რომელიც კვების ობიექტების მრავალფეროვნებას შემოგთავაზებთ მთაწმინდის პარკის გამორჩეულ ლოკაციაზე, ულამაზეს გარემოში დაგხვდებათ კოფისტა, ღომი და ყველი, ფრაიდეი, ლოლი და სხვა ობიექტები. სასიამოვნო სივრცეში ყავის დალევა ან ლანჩი თუ მოგინდებათ, რუსთაველის გამზირიდან 5 წუთში ჩვენთან მთაწმინდის პარკამდე უსწრაფესი ტრანსპორტი მოგიყვანთ, პროცესში მოასწრებთ, რომ დატკბეთ ქალაქის ულამაზესი ხედებით, ისუნთქოთ სუფთა ჰაერი და დაისვენოთ უნიკალურ გარემოში. ფუდკორტი ყოველდღე ფუნქციონირებს 11:00-დან 23:00 საათამდე
ფუნიკულიორი
დედაქალაქიდან პარკამდე მისასვლელი უმოკლესი გზა ფუნიკულიორითაა, რომლის ქვედა სადგური დანიელ ჭონქაძის ქუჩის №22-ში მდებარეობს.სამუშაო საათები: 09:45-დან 22:30-მდე. 22:30-დან ფუნიკულიორის რესტორნის დახურვამდე, დაახლოებით 03:00 საათამდე, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მთაწმინდის პარკიდან ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.
იმოგზაურე ჯადოსნურ პარკში
“მთაწმინდის პარკი” გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია, ზღაპრული გარემო, სუფთა ჰაერი, უნიკალური ლანდშაფტი, ულამაზესი ხედები და თანამედროვე ატრაქციონები თქვენ საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაისვენოთ და გაერთოთ თქვენს ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.
Enjoy your stay & Attractions
მთაწმინდის პარკი არის IAAPA-ს წევრი. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას.

