Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
news
საბავშვო ზოზის ატრაქცციონები

                                      მხტუნავი კოშკი        

ატრაქციონით სარგებლობა შეუძლიათ 2 წლიდან 7 წლამდე ასაკის  ბავშვებს. პატარებისთვის მხტუნავი კოშკი განსაკუთრებით საყვარელი გასართობია. ფერადი და კარგად შერჩეული კოშკის ვიზუალი მათ ზღაპრული სამყაროს გმირებად აგრძნობინებს თავს.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ატრაქციონზე  არ დაიშვებიან ბავშვები, რომელთა სიმაღლე 90 სმ-ზე მეტია.

ატრაქციონი არ არის რეკომენდირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

აკრძალულია:

                                      მფრინავი ფუტკრები

ფრინავი ფუტკრები პარკში ერთ-ერთი  ყველაზე ლამაზი ფერადი და ბავშვებისთვის საყვარელი ატრაქციონია. ერთდროულად ატრაქციონზე 12 ბავშვის შესვლაა შესაძლებელი, მატ გართობასა და განწყობის შექმნაზე კი 6 ფუტკარი ზრუნავს. გარდა იმისა, რომ ატრაქციონი აწრიული მოძრაობით ტრიალებს ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ მართვის პანელზე პატარა საჭეების საშუალებით ზემოდან ქვემოთ და პირიქით იფრინონ. 

ატრაქციონით სარგებლობა შეუძლიათ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს. ხოლო ის ბავშვები, რომელთა სიმაღლეც 90 სმ-ზე ნაკლებია მხოლოდ მშობელთან ერთად დაიშვებიან. მშობელი ასეთ შემთხვევაში ატრაქციონით უფასოდ სარგებლობს. 

                                               პატარა მეკობრეები 

ატრაქციონი "პატარა მეკობრეები" საბავშვო ზონის ერთ-ერთი ატრაქციონია. გემის კიჩოზე მხიარული ცალთვალა მეკობრე მოჩანს, რომელიც მთლიანად ბავშვთა ზონის სივრცეს გაჰყურებს. როგორც უკან რუკაზე მოსჩანს გემის მომდევნო დანიშნულების ადგუილი შავი ზღვაა.  

ატრაქციონით სარგებლობა შეუძლიათ 7 წლამდე ასაკის 90 სმ-ზე მაღალ ბავშვებს.  ხოლო პატარები, რომლებსაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ატრაქციონზე შესვლა, მშობელს შეუძლიათ შეყვნენ. ამ შემთხვევაში მშობელი ატრაქციონით უფასოდ სარგებლობს.

                                                        საბავშვო მანქანები 

საბავშვო მანქანები  პატარების ყველაზე საყვარელი და სასურველი ატრაქციონია. ატრაქციონზე ერთდროულად  10 მანქანა მოძრაობს, თითო მანქანაში 2 ბავშვისთვის არის განკუთვნილი ადგილი. ატრაქციონით სარგებლობა შეუძლიათ 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ატრაქციონზე არ დაიშვებიან:

                             მხიარული მატარებელი

მხიარული მატარებელი  ბავშვების ერთ-ერთი  ყველაზე საყვარელი და პოპულარული ატრაქციონია. იგი გათვლილია  12 წლამდე ასაკის  და 145 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვებზე.  

აღსანიშნავია, რომ მხიარული მატარებელი ამერიკული მთების პატარა ანალოგია. ბავშვები ამ ატრაქციონს ხშირად ექსტრემალურადაც კი აღიქვამენ. ის პატარებს ყველაზე მხიარულ ექსკურსს უწყობს ორდონიან სალიანდაგო გზაზე. ატრაქციონით საგებლობა ერთდროულად 24 ბავშვს შეუძლია.

                                    მხიარული კარუსელი

როდესაც ზღაპრებში მოხვედრასა და მათ პერსონაჟად ქცევაზე ვსაუბრობთ, მთაწმინდის პარკის ატრაქციონებს შორის ვერცერთი მსგავს შეგძნებას ვერ დაგიტოვებთ, როგორსაც მხიარული კარსუსელი.  ყველა ბავშვი ოცნებობს გახდეს საუკეთესო მხედარი და ჰყავდეს თეთრი ცხენი, ან კონკიას ზღაპარში მოხვდეს და გოგრის ეტლით იმოგზაუროს. 

ატრაქციონზე შესული ბავშვი ამოციურად მაშინვე ზღაპრულ სამყაროში დგამს ფეხს, ამაში კი ფონური მუსიკა ეხმარება, რომელიც მშობლებისა და ბავშვების  გაწყობაზე ზრუნავს.

ატრაქციონი გათვლილია 3-დან 7 წლამდე  ასაკის ბავშვებზე. ასევე გასათვალისწინებელია სიმაღლე. ატრაქციონზე არ დაიშვებიან, ბავშვები  რომელთა სიმაღლეც ნაკლებია 1 მ-ზე, ან,   120 სმ-ს აჭარბებს.  

                                        საჭყუმპალაო

ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვებს ყოველთვის ერთი რამ სურთ - იჭყუმპალაონ, იწუწაონ და ბავრი იბრინონ. მთაწმინდის პარკი ამისთვის საჭყუმპალაოს გთავაზობთ. ფერადი, ლამაზი დასხვადასხვა გასართობი საშუალებებით აღჭურვილი აუზი 2 წლიდან ბავშვებზეა მორგებული. 

ერთდროულად ატრაქციონით სარგებლობა შეუძლია 45 ბავშვს. ატრაქციონით სარგებლობის ხანგრძლივობა 45 წუთია.  საცურაო კოსტუმის არქონის შემთხვევაში შეგიძიათ ბავშვს ადგილზევე უყიდოთ. ამისათვის საჭიროა, რომ თანხა იქონიოთ მთაწმინდის პარკის ბარათზე.  

   ატრაქციონი არ არის რეკომენდირებული შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

ატრაქციონზე არ დაიშვებიან:

                                              მონადირე

ატრაქციონი გათვლილია 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.  საფარიში მიმავალი მანქანების ნაკადი  რამდენიმე წრეს ავლებენ სალიანდაგო გზას.  ბავშვებისთვის მხიარული ექსკურსი დაახლოებით 5 წუთს გრძელდება. ისინი საფარიდან  კიდევ უფრო კარგი განწყობით და  პოზიტიური ემოციებით  ბრუნდებიან.  მშობელს შეუძლია 4 წლამდე ასაკის ბავშვს ატრაქციონზე უფასოდ შეყვეს.

ატრაქციონზე არ დაიშვებიან:

                                 მცირე ატრაქციონები

პატარა ბავშებისთვის 1 წლიდან 5 წლამდე მცირე ატრაქციონები არაჩვეულებრივი გასართობია. საბავშვო ზონის ერთი ნაწილი სწორედ ამ ატრაქციონებს უკავია. თუ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ატრაქციონით სარგებლობას მშობელს შეუძლია ხელი მპოკიდოს და დაეხმაროს. 

ტრაქციონით სარგებლობა არ არის როკომენდირებული ახალ ნაოპერაციებ, ასევე ხერხემლის და ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემებისა და მოტეხილობის მქონე პირებისთვის.

ადგილზე მოქმედებს თვითმომსახურება. მცირე ატრაქციონებზე ვიზიტორი ბარათს თვითონ ატარებს და ბავშსაც თავად აქცევს ყუადღებას.

გაითვალისწინეთ, რომ ატრაქციონებით სარგებლობა რეკომენდირებული არაა:

ატრაქციონებზე აკრძალულია:

 მომსახურე პერსონალს ეკრძალება ვიზიტორის პირადი ნივთების ჩაბარება.  ყელსახვევის ტარება.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს უარი უთხრას ვიზიტორს ატრაქციონით სარგებლობაზე ან შეაჩეროს ატრაქციონი. ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში პარკის ადმინისტრაცია იხსნის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.