კაფე ორანჟერეა
კაფე ორანჟერეა მთაწმინდის პარკის ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო ადგილია. პარკის მთავარ შემოსასვლელთან ახლოს, ქართულ ქუჩაზე თვალში აუცილებლად მოგხვდებათ მცენარეებით და ულამაზესი ექსტერიერით კაფე, სადაც შეძლებთ დაისვენოთ და ყავა მიირთვათ.
ორანჟერეას მენიუ ყველასთვის მისაღები, შერეული სამზარეულოთი გამოირჩევა. შეძლებთ შეუკვეთოთ როგორც ქართული, ისე უცხოური კეძები.
გიყვართ ლაღიძის წყლები?
ეს კიდევ ერთი მიზეზია ორანჟერეაში მოსასვლელად. აქ თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ უგემრიელესი, ლაღიძის ნამდვილი ლიმონათები. კაფე სახელწოდებას ამართლებს და ნამდვილ ორანჟერაში გრძნობთ თავს. მათთვის, ვისაც მცენარეები უყვარს, ეს ადგილი საუკეთესოა განტვირთვისთვის.