Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
news
საოჯახო ზონის ატრაქციონები

                                       მხიარული ბორანი 

ბორანი განკუთვნილია 12 წლიდან ასაკის ვიზიტორებისთვის. ამასთანავე, ატრაქციონით სარგებლობისთვის აუცილებელია თქვენი სიმაღლე 1 მეტრს აჭარბებდეს.  ატრაქციონის დაძვრისთანავე თავს სათავგადასავლო ფილმის გმირად იგძნობთ, შეგრძნებებს კი ფონური მუსიკა გაგიმძაფრებთ.

                                                მოჩვენებათა ციხე კოშკი

    საშინელებათა სასახლე იმ ატრაქციონების რიცხვს მიეკუთვნება, რომლითაც არამხოლოდ პატარები, მშობლებიც კი ერთობიან. ატრაქციონი საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევთ  ერთდროულად დაძლიოთ შიში, მიიღოთ ადრენალინი და ამასთანავე გაერთოთ. 

     სასახლეში შესულ სტუმრებს მოულოდნელობებით და ემოციებით სავსე ექსპრესი ვაგონით. სასახლე სულ სამი სართულისგან შედგება. აქვე გეტყვით, ნუ გექნებათ იმედი, რომ მალე გამოხვალთ. ეს ის მომენტია, როდესაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, შიში უნდა დაძლიოთ და სასახლის ყველა კუთხე-კუნჭული ცნობისმოყვარეობით  მოიაროთ.

ვაგონით თქვენ იმოგზაურებთ მოჩვენებების და მონსტრების სამყაროში!  ნახავთ ჯალათების სამფლობელოს.... ეს არის საშინელებათა სამყაროს პერსონაჟებთან შეხვედრა! გაუძლებთ? შეამოწმეთ საკუთარი თავი! სასახლე გელოდებათ.

   უნდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ  შიშის შეგრძნებას ის ამსუბუქებს, რომ თავს ეტლში დაცულად გრძნობთ. გისოსებში ჩაკეტილი ხართ და ზუსტად იცით რომ იქ ვერავინ მოგიახლოვდებათ. ასე, რომ შეგიძლიათ მეტი სიმამაცე გამოიჩინოთ და თითოეული საშინელი ოთახი ამაყად დატოვოთ.

                                                 დიდი მანქანები

დიდი მანქანები ის ატრაქციონია, რომელსაც ვერცერ თი ვიზიტორი გვერდს ვერ უვლის. ის  ყველასთვის სასურველია, რადგან  ერთ-ერთია იმ ატრაქციონებიდან, რომელსაც თავად მართავთ.  განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას მიიღებთ მეგობრებთან ერთად გართობისას.  ატრაქციონზე  შესვლისთანავე  დაგეუფლებათ დაჯახების, ან, პირიქით გაქცევის, სწრაფი მანევრის და საჭის მოხერხებულად ტრიალის სურვილი.

ატრაქციონზე ერთდროულად  10 მანქანა მოძრაობს, თითო მანქანაში 2 ადამიანისთვის არის განკუთვნილი ადგილი.  იმისთვის, რომ მანქანა მართოთ სულ მცირე  8 წლის უნდა იყოთ, თქვენი სიმაღლე კი  120 სანტიმეტრს უნდა აღემატებოდეს. 

ატრაქციონზე არ დაიშვებიან:

                               გიგანტური ბორბალი

გიგანტური ბორბალი - ყველაზე მაღალი ატრაქციონია, მისი სიმაღლე 62, ეს დაახლოებით 20 სართულიანი სახლის სიამღლეა მეტრია 6–კაციანი 44 გონდოლა აქვს. გიგანტური ბორბალი ერთ წრეს 10–12 წუთს ანდომებს. ერთ საათში ის დაახლოებით 1400 ადამიანს ემსახურება. გიგანტური ბორბლის საშუალებით შესაძლებელია დედაქალაქის ზემოდან დათვალიერება. თავად ბორბალი, კი თბილისის თითქმის ყველა კუთხიდან თუ რაიონიდან ჩანს.

ამ სიმაღლიდან თქვენ შეძლებთ თვალი გადაავლოთ დედაქალაქს და დატკბეთ საუკეთესო ხედით. თქვენს თვალწინ როგორც დღისით, ასევე ღამით ულამაზესი სანახაობა გადაიშლება. 

ატრაქციონზე არ დაიშვებიან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები აკრძალულია ისეთი სამოსის ან პირადი ნივთების ატრაქციონზე შეტანა,   რომელიც შეიძლება დაიკარგოს. მომსახურე პერსონალს ეკრძალება  ვიზიტორის პირადი ნივთების ჩაბარება. აკრძალულია ყელსახვევის ტარება.

ატრაქციონზე აკრძალულია:

                                                                                ტირები 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გასართობი სივრცე ტირები -  მთაწმინდის პარკში წარმოდგენილია 12 სახეობის ტირით. აქ თქვენ გელით გამარჯვების აზარტი და მრავალი პრიზი. წესები მარტივია,  თანამშრომლები  აგიხსნიან როგორ მოიქცეთ, რომ პრიზი თქვენი გახდეს.

ასაკის ზღვარი  მხოლოდ ორი დასახელების თამაშში განსაზღვრება. იქ, სადაც თოფით სროლაა საჭირო აუცილებელია, სრულწლოვანი, ანუ 18 წლის იყოთ. დანარჩენი თამაშები კი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ითამაშოს. თუ ბავშვი ვერ ახერხებს, მშობელის დახმარება დაშვებულია.

თითოეულ თამაშში შესაძლებლობა გაქვთ მოიგოთ რბილი სათამაშოები. იყავით დაკვირვებული, აზარტული და მოხერხებული - თქვენ შეძლებთ პარკიდან გამარჯვებული და  საჩუქრებით სავსე  წახვიდეთ.

                                           ვიდეო თამაშები

ვიდეო თამაშების მთაწმინდის პარკში ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი ადგილია. ერთ სივრცეში აქ თავმოყრილია 15 ვიდეოთამაში, რომლებითაც სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. 

დარბაზში შეგიძლიათ ითამაშოთ: 

ვიდეო თამაშებში ასაკი შეუზღუდავია. 

                                                  ბატუტები

​​​​პარკის ტერიტორიაზე სულ 8 ბატუტია -  აქედან 5 საბავშვო ზონაში და 3 ტირების ტერიტორიაზე.  აუცილებელია ბავშვები ბატუტზე ფეხსაცმლის გარეშე შევიდნენ. 

საბავშვოზონის ბატუტები:

ბატუტებიტირებში:

ატრაქციონით სარგებლობა არაა რეკომენდირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსთვის.

                                     პარკის მატარებელი

შემოიარეთ მთაწმინდის პარკი ფერადი მატარებლით და მიიღეთ ორმაგი სიამოვნება: დატკბით პარკის ხედებით და იმოგზაურეთ სახალისოდ. მატარებელი, რომელიც პარკის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს, ერთ წრეს დაახლოებით 10 წუთს ანდომებს და მასში დაახლოებით 40 ადამიანი სხდება.

მატარებელი ადაპტირებულია ეტლით მოსიარულე ადამიანებისთვის. ვაგონები სრულიად კომფორტულია და აღჭურვილია რბილი სავარძლებით, გათბობისა და გაგრილების სისტემით.

10 წუთის განმავლობაში თქვენ შეძლებთ მოიაროთ მთაწმინდის პარკის თითქმის მთლიანი ტერიტორია. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა იმ შემთხვევისთვის თუ ბევრი იარეთ, დაიღალეთ და სეირნობა მაინც გსურთ. მოსახერხებელია ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ პატარა ბავშვები და არ შეუძლიათ ბევრი სიარული.

იმისათვის რომ მატარებელი ადგილიდან დაიძრას, საჭიროა მსურველი იყოს მინიმუმ 5 ადამიანი.  სურვილის შემთხვევაში მატარებელი გაჩერდება ორ ადგილას - ესენია ამერიკული მთების ტერიტორია და ფუნიკულიორის ზედა სადგური. 

ყურადღება მიაქციეთ, რომ პირადი ნივთები არ დაგრჩეთ მატარებელში. 

                                             მოცეკვავე ხე 

მისი სიმაღლე 9 მეტრია, მისი "ტოტები" კი   12,5 მეტრზე იშლება, მხიარული ხე ციბრუტივით ტრიალებს და    ერთ წუთში 14 ბრუნს აკეთებს.  მასზე დაიშვებიან პირები 7 წლიდან. 

 ატრაქციოზე გეუფლებათ ფრენის შეგრძნება. თითქოს შესაძებლობებს საზღვარი აღარ აქვს. ეს შეგრძნება აუცილებლად უნად გამოსცადოთ. 

ატრაქციონზე არ დაიშვებიან:

                                                ხის სამყარო

ხის სამყარო პარკის ვიზიტორების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. მრავალწლოვან ნაძვებს შორის გაბმული ჰამაკები, საქანელები, საბავშვო სასრიალოები, ხის უზარმაზარი გემი და ხეებზე აშენებული ქოხები ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის გართობის და დასვენების საუკეთესო საშუალებაა. 

ქოხი ხეზე თითქმის ყველა ბავშვის ოცნებაა. ამ ქოხებს შორის დამაკავშირებელი ხიდები და კიბეები კი მათ დაუშრეტელ ფანტაზიებს შესაძლებლობას აძლევს, რომ რეალობად იქცნენ. 

მნიშვნელოვანია, რომ შესვლა მშობლებისთვის უფასოა, შიგნით ყოფნის დრო კი განუსაზღვრელი.  თუ გსურთ ბავშვები გაერთონ თქვენ კი მშვიდად და წყნარად ჰამაკებში ჩამოსხდეთ და ისაუბროთ ხის სამყაროზე უკეთეს ადგილს ვერ ეწვევით.

აქ ყოფნა განსაკუთრებით სასიამოვნო ზაფხულშია. როდესაც ყველგან ცხელა, ჰაერი არ იგრძნობა და არ იცით სად წახვიდეთ. ეწვიეთ ხის სამყაროს და ნაძვების ჩრდილქვეშ დაისვენეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ატრაქციონებით სარგებლობა რეკომენდირებული არაა:

ატრაქციონებზე აკრძალულია:

 მომსახურე პერსონალს ეკრძალება ვიზიტორის პირადი ნივთების ჩაბარება.  ყელსახვევის ტარება.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს უარი უთხრას ვიზიტორს ატრაქციონით სარგებლობაზე ან შეაჩეროს ატრაქციონი. ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში პარკის ადმინისტრაცია იხსნის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.