Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
news
ექსტრემალური ზონის ატრაქციონები

მთაწმინდის პარკის ექსტრემალური ზონა ყველასთვის საყვარელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.  მასში შედის სამი გიგზანტური ატრაქციონი. წარმოგიდგენთ თითოეულს:

                                       ამერიკული მთები 

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ატრაქციონ ამერიკულ მთებზე, რომლის  სიმაღლე 25მ-ია,  შეგიძლიათ იგრძნოთ მოჭარბებული  ადრენალინი და რაც მთავარია მიიღოთ უდიდესი სიამოვნება. მასზე დასხდომა ერთდროულად შეუძლია 24 ადამიანს და ერთ ბრუნს იგი 1.30წმ-ს ანდომებს. 

ეს არის ზღვარზე მისული ემოციები! მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ექსტრემალური ატრაქციონი უზარმაზარი სისწრაფით 25 მეტრიანი სიმაღლიდან ეშვება და თქვენ უფსკრულში ჩავარდნის განცდა გეუფლებათ. რამდენიმე წუთის განმავლობაშ თქვენ იქნებით რეალობას მოწყვეტილი, განსაკუთრებული ემოციების პიკზე. გამოსცადეთ საკუთარი თავი!

ატრაქციონზე არ დაიშვებიან:

                                                                 რაფტინგი

რაფტინგი პარკში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარი ატრაქციონია. თუ მძაფრი შეგრძნებები გიყვართ და თან თბილისის ცხელ ზაფხულში გაგრილება გსურთ, ამ ატრაქციონს უნდა მიმართოთ, ის ხომ   წყალთან და გაგრილებასათან არის დაკავშირებული.  ატრაქციონს  დაშვების ორი სიმაღლე აქვს, ერთი 6 მეტრიდან, მეორე კი 12.  ერთ ეტლში მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 3 ადამიანია. გამოსცადეთ საკუთარი თავიდა  ერთდროულად მიიღეთ მოზღვავეული ადრენალინი, გაგრილდით და ემოციებისგან დაიცალეთ. 

ატრაქციონზე არ დაიშვებიან:

                                                                    რვაფეხა 

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონია მთაწმინდის პარკში. ის 1 წუთში მთავარი ღერძის გარშემო 8 ბრუნს აკეთებს. იგი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით და პირიქით, აგრეთვე ვერტიკალურად.  მოჭარბებული ადრენალინი რეალობიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში მოგწყვეტთ.

ერთ წუთში 8 ბრუნის შესრულება სამგანზომილებიან სივრცეში - ეს მართლაც საოცარი შეგრძნებაა!

რამდენიმე სრული ბრუნის დასრულების შემდეგ რვაფეხა ჩერდება, ხმები, რომელსაც ატრაქციონი გამოსცემს მიჩუმდება და გგონია, რომ დასრულდა, შიში უკვე დაძლეული გაქვს, თუმცა ყველაფერი მხოლოდ შემდეგ იწყება. ეს მხოლოდ მცირე შესვენება იყო ამოსუნთქვის შესაძლებლობა რომ მოეცა. შეგრძნებებს ატრაქციონის ადგილმდებარეობაც ამძაფრებს -  რვაფეხა ქალაქის ხედს გადაჰყურებს. ეს ყველაფერი რომ  გამოსცადოთ ერთხელ მაინც უნდა დაჯდეთ ამ  საინტერესო ექსტრემალურ ატრაქციონზე. გამლოსცადეთ საკუთარი თავი! დაამარცხეთ შიში! შეიგრძენით ადრენალინი!

ატრაქციონზე არ დაიშვებიან:

გაითვალისწინეთ, რომ ატრაქციონებით სარგებლობა რეკომენდირებული არაა:

ატრაქციონებზე აკრძალულია:

 მომსახურე პერსონალს ეკრძალება ვიზიტორის პირადი ნივთების ჩაბარება.  ყელსახვევის ტარება.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს უარი უთხრას ვიზიტორს ატრაქციონით სარგებლობაზე ან შეაჩეროს ატრაქციონი. ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში პარკის ადმინისტრაცია იხსნის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.