რესტორანი მთაწმინდა
ზღვის დონიდან 777 მეტრზე მდებარე რესტორანი მთაწმინდა პარკის მთავარ შემოსასვლელთან აუცილებლად შემჩნეული გექნებათ. რესტორანი ყოველდღიურად მუშაობს და სტუმრებს შერეული, როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულოთი უმასპინძლდება. შესაძლებელია რესტორნის კორპორატიული წვეულებების, ბანკეტებისა და სხვა ღონისძიებებისთვის დახურვაც.