იმერული ეზო
იმერული ეზო მთაწმინდის პარკში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ქართული სამზარეულოს კერძების დასაგემოვნებლად. ქართული ტრადიციული დიზაინით მოწყობილ სივრცეში ქართული სიმღერების ფონზე შეძლებთ თავი ნამდვილ ქართულ გარემოში იგრძნოთ. "იმერული ეზო" განსაკუთრებით საინტერესო ტურისტებისთვისაა, რადგან ეს საუკეთესო შესაძლებლობაა ეზიარო ადგილობრივ ტრადიციულ სამზარეულოს და მუსიკას.
თქვენ აქ ასევე შეძლებთ თვალი ადევნოთ როგორ მზადდება სხვადასხვა კერძი. ამის შესაძლებლობას გაძლევთ თონე და მაყალი, რომლებიც ღია სივრცეშია მოთავსებული.
იმერული ეზო ყოველდღე მუშაობს პარკის სამუშაო საათების მიხედვით და თქვენს მისაღებად ყოველთვის მზადაა.