Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
news
ფუნიკულიორი დღეს

                                           ფუნიკულიორი 

დღევანდელი ფუნიკულიორი, იგივე ტრამვაი განახლებული სახით 2012 წელს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა. მისი განახლების იდეა მეცენატ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნის. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და განახლების შემდეგ სწორედ 2012 წლის 27 დეკემბერს   ვაგონები პირველად გაეშვა.  

ფუნკულიორის ვაგონებით მგზავრობა ერთდროულად დაახლოებით 60 ადამიანს შეუძლია.  გზად თბილისის ულამაზესი ხედი იშლება, ისეთი, რომელსაც სხვაგან ვერსად ვერ ნახავთ.  ფუნიკულიორს სულ სამი სადგური აქვს: ზედა, შუა და ქვედა სადგურები. შუა სადგურიდან გასვლით თქვენ შეძლებთ ეწვიოთ მამა დავითის ეკლესიას და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს, რომელიც მთაწმინდის განუყოფილი ნაწილია. 

გახსნიდან დღემდე ფუნიკულიორით მილიონობით ადამიანმა იმგზავრა. მას სატრანსპორტო მნიშვნელობასთან ერთად კულტურული დანიშნულებაც აქვს. 

ფუნიკულიორი წელიწადის ყველა სეზონზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს;

სამუშაო საათები:  09:00 -23:30. 

23:30 საათიდან ფუნიკულიორით ამოსვლა იზღუდება და მხოლოდ ზედა სადგურიდან ჩასვლაა შესაძლებელი რესტორან ფუნიკულიორის დაკეტვამდე.