Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
news
ფუნიკულიორის შესახებ

                          ფუნიკულიორის ისტორია

    XIX საუკუნის დასაწყისიდან მთაწმინდის რაიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია თავადი გაბაშვილების სამფლობელოდ ითვლებოდა. ამ პერიოდში საქართველოში ჩამოვიდა ივანე პოლტარაცკი, იგი საინტერესო ადამიანი და ილია ჭავჭავაძის მეგობარი იყო.  მან ცოლად შეირთო ნადეჟდა გაბაშვილი, სწორედ ის ქალბატონი და იმ გაბაშვილების შთამომავალი რომლის ოჯახსაც ეკუთვნოდა მთწმინდის პარკის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ გაბაშვილებს და პოლტარაცკებს მთაწმინდის პარკის და ფუნიკულიორის დაარსებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.

   ივანე პოლტარაცკის პირველი  ქორწინებიდან შვილი ილია პოლტარაცკი ჰყავდა (სახელი ილია ჭავჭავაძის საპატივცემულოდ დაარქვეს), რომელიც პარიზში მოვაწეობდა. მან აღმოაჩინა ბელგიური ფირმა და გამოაგზავნა საქართველოში თანახა, რათა მთაწმინდაზე ფუნიკულიორი გაემართათ. ამდენად, საქართველოში ჩამოვიდა ბელგიური საზოგადოების წევრი, ალფონს რობე, რომელმაც მთაწმიდნის მიწების ნაწილი შეიძინა და ზღვის დონიდან 727 მეტრზე და მტკვრის დონიდან 380–400 მეტრზე ფუნიკულიორი გაიყვანა.

1900 წლის ივლისს თბილისის  თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ქალაქში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემდეგს: ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლუატაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს. ფუნიკუილიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო  და 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა  5 წლამდე ბავშვების, ფოსტის დამტარებლებისა და პოლიცია-ჟანდარმერიის უფასო მგზავრობას. აქვე ნავარაუდევი იყო  მთაწმინდასა და კოჯორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანა.