Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
news
სიახლეები / სიახლე

28 და 29 ივლისს მთაწმინდის პარკში ორდღიანი წუწაობის ფესტივალი გაიმართა. ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეებისგან თავის დაღწევისთვის მთავარ მოედანზე გაიმართა სხვადასხვა შეჯიბრებები, გამაგრილებელი აქტივობები, რომლებსაც ანიმატორები უძღვებოდნენ.  სტუმრებისთვის განსაკუთრებით ემოციური და სასიამოვნო აღმოჩნდა მოედანზე წყლის ჭავლის პერიოდული ჩართვები. 

მთაწმინდის პარკში 15 ივლისს ნაყინის ფესტივალი ჩატარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ნაყინის 15 კომპანია.  მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 12:00-დან 14:00 საათამდე დაეგემოვნებინათ თითოეული კომპანიის მიერ წარმოდგენელი ნაყინის სახეობები. დარჩენილი საათების განმავლობაში კი ნაყინი ფასდაკლებით იყიდებოდა.

პარკში სასიამოვნო სიახლე გვაქვს  - გაიხსნა ახალი ატრაქციონი "წყლის ნავები". ატრაქციონი საბავშვო ზონაში მდებარეობს და 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. 

მთაწმინდის პარკში  29 აპრილს კონტაქტური ზოოპარკი "ფაუნა ლენდი" გაიხსნა . ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოეფერონ და საკუთარი ხელი გამოკვებონ ცხოველები და ფრინველები. ზოოპარკის მუდმივი მაცხოვრებლები არიან : გოჭები, თხები, ცხენი, ვირი, ფარშევანგი, ინდაურები და წიწილები. ულამაზესი კურდღლები, სირაქლემები, არწივი და გარეული კატაც კი. 

მთაწმინდის პარკში  5 მაისს სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მართალია პარკი მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ჩვენთან მაისის თვე ტრადიციულად ახალი, თბილი სეზონის დასაწყისად მიიჩნევა. ღონისძიების მასშტაბურობას და გრანდიოზულობას ერთად ქმნიდა ოცამდე ანიმატორის, ოჩოფეხების, მიმების, ილუზიონისტების და ჯამბაზების წარმოდგენებით