Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
02.08.18
სიცილის ფესტივალი 2018

                                               

სიცილის ფესტივალი მთაწმინდის პარკში უკვე მეორედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანია საზოგადოებას მეტი დადებითი მუხტი მიაწოდოს და პარკში მოსულ სტუმრებს მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა შეუქმნას. სიცილის ფესტივალზე მოწვეული იყო სპეციალური სტუმარი მაგნო შავდია, რომელმაც მონაწილეებს დადებითი განწყობისა და სიცილის აუცილებლობის შესახებ მინი ლექცია ჩაუტარა. 

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი დრამერების ჩართულობაა. პარკის გარშემო ისინი მუსიკალური წარმოდგენი შესრულებით დადიან და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მათ უკან არსებულ კოლონას შეუერთდნენ და საბოლოოდ მტავარი დანიშნულების ადგილკენ - მთავარ მოედანზე მოხვდნენ. 

წლევანდელი სიცილის ფესტივალი რიგით მეორეა და მისი ორგანიზატორი მთაწმინდის პარკია.