28 და 29 ივლისს მთაწმინდის პარკში ორდღიანი წუწაობის ფესტივალი გაიმართა. ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეებისგან თავის დაღწევისთვის მთავარ მოედანზე გაიმართა სხვადასხვა შეჯიბრებები, გამაგრილებელი აქტივობები, რომლებსაც ანიმატორები უძღვებოდნენ. სტუმრებისთვის განსაკუთრებით ემოციური და სასიამოვნო აღმოჩნდა მოედანზე წყლის ჭავლის პერიოდული ჩართვები.
მთაწმინდის პარკიდან ამ ორი დღის განმავლობაში ყველა სველი და გაგრილებული წავიდა. ჩატარებული შეჯბრებების ყველაზე აქტიური მონაწილეები მთაწმინდის პარკის ბარათებბით დაჯილდოვდნენ.
წუწაობის ფესტივალი ყოველწლიური ღონისძიებაა და ის უკვე მეორედ ჩატარდა. ღონისძიება მთაწმინდის პარკის ორგანიზებით ტარდება.