პარკში სასიამოვნო სიახლე გვაქვს - გაიხსნა ახალი ატრაქციონი "წყლის ნავები". ატრაქციონი საბავშვო ზონაში მდებარეობს და 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ბავშვებისთვის "წყლის ნავები" განსაკუთრებით საინტერესო და საყვარელი ატრაქციონია, რადგან მისი მართვა დამოუკიდებლად უწევთ და უფრო მეტად თავდაჯერებულები ხდებიან. თუმცა, ჩვენი გამოცდილი ოპერატორები მართვას თავადაც ასწავლიან და ბავშვებს ოპერატიულად ეხმარებიან.
ატრაქციონის ღირებულება 5 ლარია