Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
17.05.18
სეზონის გახსნა მთაწმინდის პარკში

            

მთაწმინდის პარკში  5 მაისს სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მართალია პარკი მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ჩვენთან მაისის თვე ტრადიციულად ახალი, თბილი სეზონის დასაწყისად მიიჩნევა. ღონისძიების მასშტაბურობას და გრანდიოზულობას ერთად ქმნიდა ოცამდე ანიმატორის, ოჩოფეხების, მიმების, ილუზიონისტების და ჯამბაზების წარმოდგენებით.  

მხიარულ განწყობას  და დადებით მუხტს ქმნიდა დრამერების წარმოდგენა. მთავარ მოედანზე ჩატარდა კახა კუხიანიძის სტუდიის ბავშვების კონცერტი და პრიზების გათამაშება. 

ყველაზე  მთავარი და მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ მთელი დღის განმავლობაში პარკში არსებულ ყველა ატრაქციონზე, ვიდეოთამაშებსა და ტირებში მოქმედებდა უპრეცენდენტო 50%-იანი ფასდაკლება. 

მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.