Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
19.08.20
მთაწმინდის პარკში მეგა ვარდნა გაიხსნა

მთაწმინდის პარკში სუპერ ექსტრემალური ატრაქციონი "მეგა ვარდნა" გაიხსნა.  ატრაქციონი განკუთვნილია განსაკუთრებულად მძაფრი ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულებისთვის.  თუ გსურთ ადრენალინის მოზღვავება გამოსცადოთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ  მეგა ვარდნას.

პარკის დანარჩენი ექტრემალური ატრაქციონებისგან ის იმით გამოირჩევა, რომ სულ რაღაც რამდენიმე წამის განმავლობაში ქალაქის ერთ-ერთი უმაღლესი წერტილიდან ულამაზესი პანორამული ხედით ტკბობის შემდეგ მოულოდნელი ვარდნისას შოკისმომგვრელ ექტრემს განიცდით.

ატრაქციონის ღირებულება 7 ლარია და დაიშვებიან მინიმუმ 12 წლიდან.