Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
04.02.19
ღვინის ფესტივალი 2019

11 მაისს მთაწმინდის პარკში რიგით მე–10 “ახალი ღვინის ფესტივალი" ჩატარდა. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მთაწმინდის პარკში ტარდება. ფესტივალი ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალია და მასში მონაწილეობას იღებს უამრავი კომპანია, მეღვინე და მცირე მარნები. როგორც ყოველთვის ფესტივალზე დასწრება და დეგუსტაცია უფასო იყო. რა თქმა უნდა, ფესტივალის ფარგლებში დეგუსტაციასთან ერთად შესაძლებელი იყო ღვინის შეძენაც. აქვე მოეწყო ქვევრის გახსნის ცერემონია ქართული ხალხური სიმღერის ფონზე. მთავარ მოედანზე კი ვიზიტორებისთვის სხვადასხვა მუსიკალური ბენდი უკრავდა.

ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა

ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს.