Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
12.03.20
ახალი ღვინის ფესტივალი 2020

წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” 9 მაისს მთაწმინდის პარკში გაიმართება. ახალი ღვინის ფესტივალი 2020–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან - ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია.როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა.


ახალი ღვინის ფესტივალი 2020 ღვინის დღესასწაულის მონაწილეებს, სტუმრებს ბოლო მოსავლის ასეულობით ახალი ღვინის დაგემოვნებას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობას და ახალი გემოების აღმოჩენის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.


ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. მეთერთმეტე წელია, მაისის მეორე შაბათი, უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად დამკვიდრდა.2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთ მოსავალს გვასინჯებენ. გასულ 2019 წელსაც ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-ზე მეტი მონაწილე.