ჩვენს შესახებ
“მთაწმინდის პარკი” გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია, ზღაპრული გარემო, სუფთა ჰაერი, უნიკალური ლანდშაფტი, ულამაზესი ხედები და თანამედროვე ატრაქციონები თქვენ საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაისვენოთ და გაერთოთ თქვენს ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.
მთაწმინდის პარკი ღიაა ყოველდღიურად, ოთხივე სეზონზე. ცალკეული ატრაქციონების მუშაობა კი დამოკიდებულია ამინდსა და სეზონზე.
მთაწმინდის პარკი 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ისტორია 100 წელს აჭარბებს და და გაშლილია 18 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე. პარკი დაყოფილია სამ -ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. დღესდღეისობით, მთაწმინდის პარკში 60-მდე ატრაქციონი და სათამაშო დანადგარი, ასევე ვიდეო თამაშებისა და ტირების სივრცე ფუნქციონირებს. ატრაქციონების გარდა მასში განლაგებულია რესტორნები და კაფეები,მაღაზიები,სარელაქსაციო ზონები,სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი.
დაგეგმე შენი ვიზიტი
თბილისის ცენტრიდან პარკამდე 7,5 კილომეტრია, რასაც საშუალოდ 12–15 წუთი სჭირდება მსუბუქი მანქანით და დაახლოებით 15–20 წუთი ავტობუსით. მთაწმინდის პარკის მიმართულებით 2 მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს: #124 ავტობუსი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან და # 90 ავტობუსი ორბელიანის მოედნიდან.
პარკთან დაკავშირება ხდება როგორც სამანქანე გზით (თბილისი-ოქროყანას მიმართულება) ასევე ფუნიკულიორით, რომელიც 1905 წელს აიგო და თავის მხრივ წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირშესანიშნეობას.
დედაქალაქიდან მთაწმინდის პარკამდე ყველაზე მოკლე გზით ტრანსპორტირება ფუნიკულიორით არის შესაძლებელი, ფუნიკულიორის ქვედა სადგური მდებარეობს დანიელ ჭონქაძის 22 ნომერში. ფუნიკულიორის გზის სიგრძე - 501 მეტრია. ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მეტრზე მდებარეობს, ხოლო სადგურებს შორის დონეთა სხვაობა - 267 მეტრია. ფუნიკულიორის ტრამვაის ვაგონები ყოველ 20 წუთში გადის ზედა და ქვედა სადგურიდან, მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წუთს. ორივე ვაგონი აღჭურვილია უსაფრთხოების რამდენიმე სისტემით.
მთაწმინდის პარკი არის IAAPA-ს წევრი. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას.
ვიზიტორის ბარათი
მთაწმინდის პარკი არის IAAPA-ს წევრი. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას.
როგორ გავერთოთ/ობიექტები:
- ატრაქციონები
- კვების ობიექტები
- ვიდეო თამაშები და ტირები
- გამოფენები
- კონტაქტური ზოოპარკი