Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 619

Notice: Undefined variable: UB in /home/zdzmqxoi/domains/park.ge/public_html/libs/Functions.php on line 633
news
მოჩვენებათა ციხე-კოშკი

                                  მოჩვენებათა ციხე კოშკი

    საშინელებათა სასახლე იმ ატრაქციონების რიცხვს მიეკუთვნება, რომლითაც არამხოლოდ პატარები, მშობლებიც კი ერთობიან. ატრაქციონი საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევთ  ერთდროულად დაძლიოთ შიში, მიიღოთ ადრენალინი და ამასთანავე გაერთოთ. 

 

     სასახლეში შესულ სტუმრებს მოულოდნელობებით და ემოციებით სავსე ექსპრესი ელით. სასახლე სულ სამი სართულისგან შედგება, ასე რომ ნუ გექნებათ იმედი, რომ მალე გამოხვალთ. ეს ის მომენტია, როდესაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, შიში უნდა დაძლიოთ და სასახლის ყველა კუთხე-კუნჭული ცნობისმოყვარეობით უნდა მოიაროთ.

 

  ეტლით თქვენ იმოგზაურებთ მოჩვენებების და მონსტრების სამყაროში!  ნახავთ ჯალათების სამფლობელოს.... ეს არის საშინელებათა სამყაროს პერსონაჟებთან შეხვედრა! გაუძლებთ? შეამოწმეთ თქვენი თავი! სასახლე გელოდებათ.

 

   უნდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ  შიშის შეგრძნებას ის ამსუბუქებს, რომ თავს ეტლში დაცულად გრძნობთ. გისოსებში ჩაკეტილი ხართ და ზუსტად იცით რომ იქ ვერავინ მოგიახლოვდებათ. ასე, რომ შეგიძლიათ მეტი სიმამაცე გამოიჩინოთ და თითოეული საშინელი ოთახი ამაყად დატოვოთ.

ატრაქციონით სარგებლობა რეკომენდირებული არაა:

ატრაქციონზე აკრძალულია:

  მომსახურე პერსონალს ეკრძალება ვიზიტორის პირადი ნივთების ჩაბარება. აკრძალულია ყელსახვევის ტარება.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს უარი უთხრას ვიზიტორს ატრაქციონით სარგებლობაზე ან შეაჩეროს ატრაქციონი. ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში პარკის ადმინისტრაცია იხსნის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.