ატრაქციონები ასაკის მიხედვით:

პარკის რუკა

Explore our park map and plan your visit to park.

ატრაქციონები

ფოტო გალერეა

შეზღუდვები

აღწერა

თბილისის ფუნიკულიორი არის საბაგირო რკინიგზა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს ჭონქაძის ქუჩას და მთაწმინდის პარკს. . სამთო-საბაგირო რკინიგზა – ფუნიკულიორი წლების განმავლობაში ითვლებოდა თბილისის ღირსშესანიშნაობად და ტურისტებთან ერთად ადგილობრივებსაც იზიდავდა.მთაწმინდის პარკში ახალი საბაგირო გზით ერთდროულად 60 მგზავრი 3 წუთში შეძლებს ასვლას. მგზავრობის ღირებულება 2 ლარია, 24:00 საათის შემდეგ 3 ლარი. გადახდა ხორციელდება მთაწმინდის პარკის პლასტიკური ბარათით, რომლის ღირებულებაა 2 ლარი.ფუნიკულიორის გზის სიგრძე - 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე - 28-33°, ხოლო რელსებს შორის მანძილი - 0,98 მ.ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა - 267 მ .ფუნიკულიორი ტრამვაის ვაგონები ყოველ 10 წუთში გადის ზედა და ქვედა სადგურიდან. ორივე  ვაგონი აღჭურვილია უსაფრთხოების რამდენიმე სისტემით, რომლებიც უზრუნველყოფენ ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ვაგონის ავარიულ გაჩერებას. ერთ-ერთი სისტემა თავად რელსებზე დამუხრუჭებას უზრუნველყოფს. ფუნიკულიორის სამუშაო საათებია 09:00-04:00.